თბილისის „იბერიამ“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი წააგო. გუგა ნერგაძის გაწვრთნილის საქართველოს მოქმედი ჩემპიონი კიევის „დინამოს“ შეხვდა და ორი უპასუხო გოლი გაუშვა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, თბილისელთა კარი 58-ე წუთზე ბრაჟკომ აიღო, რომელმაც დაახლოებით 22 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი „ცხრიანში“ გაეხვა. 68-ე წუთზე კიეველებმა გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, „იბერიას“ მეკარესთან პირისპირ პონომარენკო დატოვეს, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა.
ცნობისთვის, თბილისელებმა კიეველებთან შეხვედრამდე პირველი სპარინფი სლოვაკეთის „რუჟემბეროკთან“ 2:2 დაასრულეს, ხოლო მეორე ამხანაგურში უკრაინის „ვერესთან“ 1:1 ითამაშეს.
ლაშა თაბაგარი





