“ტორპედომ” ბუკია და ბულისკერია დაიმატა – ქუთასელები კვიპროსში ემზადებიან

0
41

ქუთაისის “ტორპედომ” საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მცველი დავით ბუკია და 26 წლის მეკარე დემეტრე ბულისკერია დაიმატა. ამის შესახებ ქუთაისელთა პრესსამსახური იუწყება:
“საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი დავით ბუკია “ტორპედოში” ითამაშებს. 20 წლის მცველმა, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს, ჩვენს კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა. ბუკია თბილისის “ლოკომოტივის” აღზრდილია და “ტორპედოს” სწორედ დედაქალაქური კლუბიდან შეუერთდა.
გასულ წელს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ბუკიამ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ხუთივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა, “ლოკომოტივის” მაისურით კი 78 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.
დემეტრე ბულისკერია “ტორპედოს” მაისურს კიდევ ერთხელ მოირგებს. ბულისკერია ჩვენი კლუბის ღირსებას 2020 წელს იცავდა. 26 წლის მეკარემ, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, გასული სეზონი “კოლხეთში” გაატარა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა”.
დღეიდან 20 თებერვლის ჩათვლით “ტორპედო” ახალი სეზონისთვის მზადებას კვიპროსში გააგრძელებს.
შეკრების ფარგლებში რამდენიმე ამხანაგური მატჩია დაგეგმილი. 12 თებერვალს ჩვენი პირველი მეტოქე დანიური “ლუნგბიუ” იქნება. 15 თებერვალს სომხეთის ჩემპიონატის ლიდერ “არარატ არმენიას”.
დავუპირისპირდებით, 18 თებერვალს გასამართი მატჩის შესახებ კი კლუბი ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.
ლაშა თაბაგარი