ზივზივაძე დაბრუნდა

0
28

ბუდუ ზივზივაძე, რომელსაც გასული წლის ნოემბრის დასაწყისიდან არ უთამაშია, გამოჯანმრთელდა და „ჰაიდენჰაიმის“ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.
გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ სახლში „ჰამბურგთან“ 0:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი 64-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 8 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. „ჰამბურგის“ სასტარტოში ისევ არ დააყენეს გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელიც თამაშში მე-80 წუთზე ჩაერთო.
მატჩის პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე ანგარიში კონიგსდორფერმა გახსნა. 78-ე წუთზე სტუმრებიდან თავი რაიან ფილიპმა გამოიჩინა.
„ჰამბურგს“ 22 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა, ხოლო „ჰაიდენჰაიმი“ 13 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი