ირაკლი ეგოიანმა, რომელიც „ექსელსიორში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, ნიდერლანდების ერედივიზიონში მე-4 გოლი გაიტანა.
22-ე ტურში „ექსელსიორი“ სტუმრად „ბრედას“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ჩემპიონატში შეუცვლელად ზედიზედ მე-11 შეხვედრა ჩაატარა.
მატჩის მე-12 წუთზე მასპინძლებს მცველი ჰილენი გაუძევეს. სტუმრები მე-18 წუთზე ჰანსონმა დააწინაურა, ხოლო 31-ე წუთზე „ბრედას“ საჯარიმოში მყოფმა ეგოიანმა დე რეგტის გადაცემის შემდეგ, „მაკრატელა“ შეაგდო – 0:2.
ცნობისთვის, მან გასულ სეზონში ეგოიანმა „ვიტესის“ შემადგენლობაში „დე გრასხააფის“ კარში „მაკრატელათი“ საჯარიმოს გარედან გაიტანა და ეს გოლი ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონში სეზონში საუკეთესოდ აღიარეს. მან ამ სეზონში 4 გოლის გარდა, 2 საგოლე პასი მიითვალა. „ექსელსიორი“ 26 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





