გუგეშაშვილი სეზონს „ატრომიტოსში“ დაამთავრებს

0
3

პაოკ-მა ლუკა გუგეშაშვილი საბერძნეთის სუპერლიგაში მე-7 ადგილზე მყოფ „ატრომიტოსში“ გაანათხოვრა. ამის შესახებ ertsports.gr იუწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე პაოკ-ს მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. თუმცა, მას ჩემპიონატში არცერთხელ უთამაშია და მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა საბერძნეთის თასზე.
26 წლის ფეხბურთელი პაოკ-ამდე გორის „დილაში“, აგდამის „ყარაბაღში“ და საბერძნეთის „პანსერაიკოსში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი