„უიტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძე შეუერთდა, კიდევ ვერ მოიგო. 26-ე ტურში უოტფორდელები გასვლაზე „ჰალს“ შეხვდნენ და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ.
ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. ის პირველ ტაიმში მასპინძლების ნახევარზე ერთ მეტოქეს ფინტით გაცდა და დაახლოებით 20 მეტრიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.მცველი გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო.
„უოტფორდმა“ ბოლო 5 თამაშიდან 3 ფრედ დაასრულა და 2 წააგო – 44 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





