კვერნაძეს გოლი გაუუქმეს – „ფროზინონე“ ლიდერი აღარაა

0
23

„ფროზინონე“,  რომელშიც გიორგი კვერნაძე გამოდის, იტალიის სერია B-ს 22-ე ტურში სტუმრად „ენტელას“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლები 50-ე წუთზე კუპონემ დააწინაურა. 64-ე წუთზე „ფროზინონეს“ ფეხბურთელმა აუტიდან  პირდაპირ საჯარიმოში ჩააგდო ბურთი, რომელიც მცველმა მოიგერია, ხოლო კვერნაძემ შეუჩერებლად დაარტყა და გაიტანა. თუმცა, მსაჯმა მის თანაგუნდელზე წესის დარღვევა დააფიქსირა და გოლი გააუქმა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე სტუმრებიდან თავი ფიორიმ გამოიჩინა და „ფროზინონეს“ ქულა გადაურჩინა. ამ ფრის შემდეგ „ფროზინონე“ 46 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაქვეითდა.
ლაშა თაბაგარი