კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო სპორტსმენია

0
39

სპორტულ ჟურნალისტთა ვერსიით ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2025 წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენია. ეს დღეს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ ყოველწლიურ დაჯილდოვების ცერემონიალზე გაირკვა.
გამოკითხვაში ასამდე სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა და უმრავლესობამ მხარი საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს დაუჭირა. მეორე ადგილზე ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონი სანდრო ბაზაძე გავიდა, ხოლო მესამეზე – UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი.
კვარაცხელიას წარმატება გასაკვირი არაა, რადგან 2025 წელს პსჟ-ს შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, უეფას ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკონტინეტთაშორისო თასი მოიგო. ასეთი წარმატებისთვის მანამდე არცერთ ქართველ ფეხბურთელს მიუღწევია. გარდა ამისა, პსჟ-მ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი