„უდინეზემ“ გოგლიჩიძე „უოტფორდში“ გაანათხოვრა

0
18

საბა გოგლიჩიძე მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარ „უოტფორდში“ დაასრულებს, რომლის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გიორგი ჩაკვეტაძეა. ამის შესახებ watfordobserver-ი იუწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გასული წლის ზაფხულში „ემპოლიმ“ 4 მილიონ ევროდ „უდინეზეში“ გაყიდა. 21 წლის გოგლიჩიძემ უდინელებთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. თუმცა, მან ახალ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და იტალიის სერია A-ში 8 მატჩი ჩაატარა, ხოლო თასზე – 1. შეგახსენებთ, რომ გოგლიჩიძემ კარიერა ქუთაისის „ტორპედოში“ დაიწყო.
ლაშა თაბაგარი