პაოკი, რომელსაც ლუკა გუგეშაშვილი გასული წლის ზაფხულში შეუერთდა, ევროპა ლიგის ფაზის ბოლო მე-8 ტურის შეხვედრაში სტუმრად „ლიონთან“ 2:4 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე განაცხადში იყო, მაგრამ ისევ არ ათამაშეს. 26 წლის გუგეშაშვილმა პაოკში გადასვლის შემდეგ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა საბერძნეთის თასზე. ბერძნულმა გუნდმა ევროპა ლიგის ფაზაზე 12 ქულა დააგროვა და 36-გუნდს შორის მე-17 ადგილი დაიკავა. პაოკი 1/8-ფინალში გასასვლელად პლეი-ოფში ითამაშებს.
ევროპა ლიგის ფაზაზე პირველი 8 ადგილი დაიკავეს და შესაბამისად 1/8-ფინალში თამაშის უფლება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს: „ლიონი“, „ასტონ ვილა“, „მიდტიულანდი“, „ბეტისი“, „პორტუ“, „ბრაგა“, „ფრაიბურგი“ და „რომა“.
ევროპა ლიგიდან გავარდნენ: იანგ ბოიზი, შტურმი, სტიაუა, იგლზი, ფეიენოორდი, ბაზელი, ზალცბურგი, რეინჯერსი, ნიცა, უტრეხტი, მალმიო, მაკაბი.
ევროპა ლიგის 1/8-ფინალში გასასვლელად პლეი-ოფში ითამაშებენ: გენკი, ბოლონია, შტუტგარტი, ფერენცვაროში, ნოტინგემი, პლზენი, ცრვენა ზვეზდა, სელტა, პაოკი, ლილი, ფენერბაჰჩე, პანათინაიკოსი, სელტიკი, ლუდოგორეცი, დინამო ზაგრები, ბრანი.
გენკის სავარაუდო მეტოქეები: დინამო ზაგრები და ბრანი
ბოლონიას სავარაუდო მეტოქეები: დინამო ზაგრები და ბრანი
შტუტგარტის სავარაუდო მეტოქეები: სელტიკი და ლუდოგორეცი
ფერენცვაროშის სავარაუდო მეტოქეები: სელტიკი და ლუდოგორეცი
ნოტინგემის სავარაუდო მეტოქეები: პანათინიაკოსი და ფენერბაჰჩე
პლზენის სავარაუდო მეტოქეები: პანათინაიკოსი და ფენერბაჰჩე
ცრვენა ზვეზდას სავარაუდო მეტოქეები: ლილი და პაოკი
სელტას სავარაუდო მეტოქეები: ლილი და პაოკი
პაოკის სავარაუდო მეტოქეები: სელტა და ცრვენა ზვეზდა
ლილის სავარაუდო მეტოქეები: სელტა და ცრვენა ზვეზდა
ფენერბაჰჩეს სავარაუდო მეტოქეები: პლზენი და ნოტინგემი
პანათინაიკოსის სავარაუდო მეტოქეები: პლზენი და ნოტინგემი
სელტიკის სავარაუდო მეტოქეები: შტუტგარტი და ფერენცვაროში
ლუდოგორეცის სავარაუდო მეტოქეები: შტუტგარტი და ფერენცვაროში
დინამო ზაგრების სავარაუდო მეტოქეები: გენკი და ბოლონია
ბრანის სავარაუდო მეტოქეები: გენკი და ბოლონია
ევროპა ლიგის 1/8-ფინალში გასასვლელი პლეი-ოფის კენჭისყრა 30 იანვარს შედგება. პლეი-ოფის პირველი მატჩები 19 თებერვალს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 26 თებერვალს.
ლაშა თაბაგარი





