გრაცის „შტურმმა“ ევროპა ლიგის მერვე დასკვნითი ტურის მატჩი ოთარ კიტეიშვილის წყალობით მოიგო. ავსტრიელებმა ნორვეგიის „ბრანს“ უმასპინძლეს და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ერთადერთი გოლის წყალობით სამი ქულა აიღეს.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა კიტეიშვილმა 56-ე წუთზე ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და მარცხენა მახვილი კუთხიდან „ცაციათი“ გაიტანა. თუმცა, გოლი არ ჩაითვალა, რადგან ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, ოთარის თანაგუნდელზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.
85-ე წუთზე ნორვეგიელთა საჯარიმოში შესულმა კიტეიშვილმა მცველს დაასწრო და ძლიერი დარტყმით ბურთი მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში შეაგდო. მან მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგაში ჩატარებულ 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ავსტრიის ბუნდესლიგაში 15-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო, ხოლო ავსტრიის თასზე გამართულ ორ შეხვედრაში 1 გოლი მიითვალა. ის „შტურმის“ საუკეთესო ბომბარდირია. 29 წლის ქართველი „ბრანთან“ დაპირისპირებაში 90-ე წუთზე შეცვალეს.
„შტურმმა“ ევროპის ლიგის ფაზაზე ორი თამაში მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა – 7 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში 26-ე ადგილზე გავიდა. შედეგად, გრაცელები ევროთასს დაემშვიდობნენ.
ევროპა ლიგის ფაზაზე პირველი 8 ადგილი დაიკავეს და შესაბამისად 1/8-ფინალში თამაშის უფლება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს: „ლიონი“, „ასტონ ვილა“, „მიდტიულანდი“, „ბეტისი“, „პორტუ“, „ბრაგა“, „ფრაიბურგი“ და „რომა“.
ევროპა ლიგიდან გავარდნენ: იანგ ბოიზი, შტურმი, სტიაუა, იგლზი, ფეიენოორდი, ბაზელი, ზალცბურგი, რეინჯერსი, ნიცა, უტრეხტი, მალმიო, მაკაბი.
ევროპა ლიგის 1/8-ფინალში გასასვლელად პლეი-ოფში ითამაშებენ: გენკი, ბოლონია, შტუტგარტი, ფერენცვაროში, ნოტინგემი, პლზენი, ცრვენა ზვეზდა, სელტა, პაოკი, ლილი, ფენერბაჰჩე, პანათინაიკოსი, სელტიკი, ლუდოგორეცი, დინამო ზაგრები, ბრანი.
გენკის სავარაუდო მეტოქეები: დინამო ზაგრები და ბრანი
ბოლონიას სავარაუდო მეტოქეები: დინამო ზაგრები და ბრანი
შტუტგარტის სავარაუდო მეტოქეები: სელტიკი და ლუდოგორეცი
ფერენცვაროშის სავარაუდო მეტოქეები: სელტიკი და ლუდოგორეცი
ნოტინგემის სავარაუდო მეტოქეები: პანათინიაკოსი და ფენერბაჰჩე
პლზენის სავარაუდო მეტოქეები: პანათინაიკოსი და ფენერბაჰჩე
ცრვენა ზვეზდას სავარაუდო მეტოქეები: ლილი და პაოკი
სელტას სავარაუდო მეტოქეები: ლილი და პაოკი
პაოკის სავარაუდო მეტოქეები: სელტა და ცრვენა ზვეზდა
ლილის სავარაუდო მეტოქეები: სელტა და ცრვენა ზვეზდა
ფენერბაჰჩეს სავარაუდო მეტოქეები: პლზენი და ნოტინგემი
პანათინაიკოსის სავარაუდო მეტოქეები: პლზენი და ნოტინგემი
სელტიკის სავარაუდო მეტოქეები: შტუტგარტი და ფერენცვაროში
ლუდოგორეცის სავარაუდო მეტოქეები: შტუტგარტი და ფერენცვაროში
დინამო ზაგრების სავარაუდო მეტოქეები: გენკი და ბოლონია
ბრანის სავარაუდო მეტოქეები: გენკი და ბოლონია
ევროპა ლიგის 1/8-ფინალში გასასვლელი პლეი-ოფის კენჭისყრა 30 იანვარს შედგება. პლეი-ოფის პირველი მატჩები 19 თებერვალს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 26 თებერვალს.
ლაშა თაბაგარი





