მამარდაშვილი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალშია

0
33

„ლივერპულმა“, რომელსაც გიორგი მამარდაშვილი 2025 წლის ზაფხულში შეუერთდა, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში თამაში გაინაღდა. ჩემპიონთა ლიგის ფაზის დასკვნით მე-8 ტურში მერსისაიდელებმა შინ აზერბაჯანის აგდამის „ყარაბაღი“ 6:0 გაანადგურეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ისევ სათადარიგო იყო.
შეხვედრის მე-15 წუთზე მასპინძლები წინ მაკალისტერმა გაიყვანა, ხოლო 21-ე წუთზე სტუმართა კარი ვირცმა აიღო. 50-ე წუთზე თავი სალაჰმა გამოიჩინა, რომელსაც 57-ე წუთზე მხარი ეკიტიკემ აუბა. 61-ე წუთზე მაკალისტერმა დუბლი შეასრულა, 90-ე წუთზე კი საბოლოო წერტილი კიეზამ დასვა. „ლივერპულმა“ 18 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილი დაიკავა. მამარდაშვილმა თავის სადებიუტო ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე, “ლივერპულის” კარი 4-ჯერ დაიცვა.
ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე პირველი 8 ადგილი დაიკავეს და შესაბამისად 1/8-ფინალში თამაშის უფლება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს: „არსენალი“, „ბაიერნი“, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“, „ბარსელონა“, „ჩელსი“, „სპორტინგი“ და „მანჩესტერ სიტი“.
ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნენ: „მარსელი“, „პაფოსი“, „უნიონი“, პსვ, „ბილბაო“, „ნაპოლი“, „კოპენჰაგენი“, „აიაქსი“, „აინტრახტი“, „სლავია“, „ვილიარეალი“, „ქაირათი“.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გასასვლელი პლეი-ოფის კენჭისყრა 30 იანვარს შედგება. პლეი-ოფის პირველი მატჩები 17 თებერვალს შედგება, ხოლო საპასუხო – 24 თებერვალს.
პლეი-ოფში 8 გუნდი განთესილია, რომლებიც პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებენ და მათი სავარაუდო მეტოქეები ასეთია:
რეალის სავარაუდო მეტოქეები: ბენფიკა და ბოდო გლიმტი
ინტერის სავარაუდო მეტოქეები: ბენფიკა და ბოდო გლიმტი
პსჟ-ს სავარაუდო მეტოქეები: ყარაბაღი და მონაკო
ნიუკასლის სავარაუდო მეტოქეები: ყარაბაღი და მონაკო
იუვენტუსის სავარაუდო მეტოქეები: გალათასარაი და ბრიუგე
ატლეტიკოს სავარაუდო მეტოქეები: გალათასარაი და ბრიუგე
ატალანტას სავარაუდო მეტოქეები: ოლიმპიაკოსი და დორტმუნდი
ლევერკუზენის სავარაუდო მეტოქეები: ოლიმპიაკოსი და დორტმუნდი
8 გუნდი განუთესავია და პირველ მატჩებს ისინი შინ გამართავენ, ხოლო მათი სავარაუდო მეტოქეების სია ასეთია:
დორტმუნდის სავარაუდო მეტოქეები: ლევერკუზენი და ატალანტა
ოლიმპიაკოსის სავარაუდო მეტოქეები: ლევერკუზენი და ატალანტა
ბრიუგეს სავარაუდო მეტოქეები: იუვენტუსი და ატლეტიკო
გალათასარაის სავარაუდო მეტოქეები: იუვენტუსი და ატლეტიკო
მონაკოს სავარაუდო მეტოქეები: ნიუკასლი და პსჟ
ყარაბაღის სავარაუდო მეტოქეები: ნიუკასლი და პსჟ
ბოდო გლიმტის სავარაუდო მეტოქეები: რეალი და ინტერი
ბენფიკას სავარაუდო მეტოქეები: რეალი და ინტერი
ლაშა თაბაგარი