ავთანდილ ასათიანი: “ყველა თამაშში ბოლომდე ვიბრძოდით”

0
28

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი თავისი ფეხბურთელებით ამაყია, რომელთაც ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის A ჯგუფში ყველა მატჩში ბოლომდე იბრძოლეს. მან ამის შესახებ დასკვნით ტურში ფრანგებთან 1:3 წაგების მერე განაცხადა.
ავთანდილ ასათიანი: „მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ. ვამაყობ, რომ ჩემმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. მთელი თამაში ველოდით ჩვენს შანსს. 2:1-ზე კარგი შანსი გვქონდა, შეგვეძლო ანგარიში 2:2 გაგვეხადა. ასეთ მატჩებში დიდი ტურნირების გამოცდილება მნიშვნელოვანია. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. ყველა თამაშში ბოლომდე ვიბრძოდით. მათთვის შესანიშნავი გამოცდილება იყო. ეს ახალგაზრდა თაობა ამ გამოცდილებიდან სწავლობს და მათ შეუძლიათ კვლავ დაბრუნდნენ აქ. მადლობას ვუხდით უეფას და მასპინძელ ქვეყნებს ამ ტურნირისთვის“.
ნიკოლოზ გაბრიჩიძე: „ძალიან რთული თამაში იყო. საფრანგეთი ძალიან ძლიერი გუნდია. მათ გამარჯვება დაიმსახურეს, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ. უბრალოდ, ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ. ფუტსალის ევროზე თამაში ძალიან კარგი გამოცდილება იყო. იმედი მაქვს, რომ დავბრუნდებით“.
საფრანგეთის ნაკრებმა A ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე 5 ქულით ლატვია გავიდა, რომელმაც ბოლო ტურში ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელ ლატვია 4:1 აჯობა. ლატვიელები 3 ქულით მესამე იყვნენ, ხოლო საქართველო 1 ქულით ბოლოა. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები 1/4-ფინალში ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშა. 2022 წელს ასათიანის შეგირდები 1/4-ფინალში გავიდნენ.
ლაშა თაბაგარი