“ტორპედოში” უკრაინელი ნახევარმცველი ითამაშებს

0
25
ქუთაისის “ტორპედომ” უკრაინელი ნახევარმცველი ვიქტორ ბლიზნიჩენკო დაიმატა. ამის შესახებ გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე ადგილზე გასული გუნდის პრესსამსახური იუწყება:
“ტორპედოს” კიდევ ერთი ახალწვეული 23 წლის უკრაინელი ვიქტორ ბლიზნიჩენკოა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა.
ახალგაზრდა უკრაინელი კიევის “დინამოს” აღზრდილია და ამ კლუბის ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა, შემდეგ კი იჯარის წესით უკრაინულ “ინგულეცში”, “კრივბასსა” და “ობოლონში” იმყოფებოდა. უთამაშია ასევე უკრაინის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში.
უკრაინელი ახალწვეული გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. მონაწილეობა მიიღო “სამგურალთან” გამართულ ამხანაგურ მატჩშიც”.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ სპარინგში გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა “სამგურალს” 2:1 აჯობეს.
ლაშა თაბაგარი