„ლივერპულმა“, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი ირიცხება, 7 ნოემბრის შემდეგ ყველა ტურნირში პირველი მატჩი წააგო. მანამდე, არნე სლოტის გუნდმა 7 თამაში მოიგო და 6 ფრედ დაასრულა. ცნობისთვის, მერსისაიდელებმა პრემიერლიგის ბოლო 5 თამაშიდან ვერცერთი მოიგეს – 4 ყაიმი და 1 მარცხი.
23-ე ტურში „ლივერპული“ სტუმრად „ბორნმუთს“ შეხვდა და შინ უქულოდ დაბრუნდა – 2:3. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს სლოტმა ისევ ალისონი ამჯობინა.
შეხვედრის 26-ე წუთზე ევანილსონმა ანგარიში გახსნა, ხოლო 33-ე წუთზე ხიმენესმა მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 45-ე წუთზე სობოსლაიმ კუთხური ჩააწოდა და ვან დაიკმა თავით ერთი ბურთი გაქვითა. მე-80 წუთზე „ლივერპულმა“ საჯარიმო გაითამაშა და სობოსლამ დაახლოებით 22 მეტრიდან ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე „ბორნმუთის“ ფეხბურთელმა აუტიდან ბურთი პირდაპირ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც შექმნილი არეულობით ადლიმ ისარგებლა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა. „ლივერპული“ 36 ქულით 20-გუნდიან პრემიერლიგაში მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი





