„ვილიარეალმა“, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, ესპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. 21-ე ტურში „ვილიარელი“ სახლში მადრიდის „რეალს“ შეხვდა და ორი უპასუხო ბურთი გაუშვა. მადრიდელებს ორი ტაიმის განმავლობაში დიდი უპირატესობა ჰქონდათ და ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში ლოგიკურია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. ის პირველ ტაიმში „რეალის“ კარს დაემუქრა, როდესაც საჯარიმოში გახსნილმა ხერარდ მორენოს გადაცემის მერე, ბურთი მიწაზე დაუშვებლად დაარტყა.
მატჩის 47-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორი მადრიდელთა საჯარიმოში მარცნიდან შევიდა და მცველს გაცდა, რის შემდეგ პასი გააკეთა, ხოლო გეიეს მიერ ცუდად მოგერიებულ ბურთს მბაპემ ახლო მანძილიდან კარში ადგილი მიუჩინა – 1:0.
მეორე ტაიმში „ვილიარეალს“ საპასხუო ბურთის გატანის შანსი ჰქონდა, როდესაც სტანდარტული გაითამაშეს და საჯარიმოში მყოფმა ხერარდ მორენომ ხელსაყრელი პოზიციიდან ერთი შეხებით არაზუსტად დაარტყა.
92-ე წუთზე მასპინძლების საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი მბაპე ვარდნაში პედრასამ წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც დაზარალებულმა “პანენკათი” გოლად აქცია – 0:2. „ვილიარეალი“ 41 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე დაქვეითდა.
ლაშა თაბაგარი





