“დინამოს” პორტუგალიელი შეემატა

0
28

თბილისის “დინამოში”, რომელსაც ვლადიმერ კაკაშვილი ავარჯიშებს, პორტუგალიელი გარემარბი რუი მონტეირუ ჩაირიცხა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“დინამოში” პორტუგალიელი გარემარბი რუი მონტეირუ ითამაშებს. 22 წლის ფეხბურთელსა და ჩვენს კლუბს შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. მონტეირუ “პორტუს” აღზრდილია და ამ გუნდის ყველა ასაკობრივში უთამაშია”.
ცნობისთვის, “დინამომ” გასულ სეზონში საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა და ზაფხულში უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი