კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე „გაგრას“ ბოსნიელი მცველი ვლადიმირ არსიჩი შეუერთდა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. მან 2025-2026 წლების სეზონი „სლოგა დობოიში“ დაიწყო, რომლის რიგებშიც ბოსნიის უმაღლეს დივიზიონში 2 მატჩი ჩაატარა. მანამდე, 24 წლის არსიჩი ბოსნიის „ლეოტარში“, დანიის „ვეილეში“ და ოდესის „ჩერნომორეცში“ გამოდიოდა.
გარდა ამისა, „გაგრაში“ ერთწლიანი პაუზის შემდეგ, უკრაინელი მეკარე ოლექსანდრ ვორობეი დაბრუნდა. ასევე, გაგრელებს მისი ორი თანამემამულე შეუერთდა – მეკარე ალექსანდრ ტიმჩენკო და თავდამსხმელი ანდრეი ანდრეიჩუკი.
7 თებერვალს თურქეთში გაემგზავრება, სადაც ორკვირიან წინასასეზონო შეკრებას გაივლის.
შეკრების ფარგლებში გუნდი ამხანაგურ მატჩებს გამართავს:
9 თებერვალი | “ზორია”
11 თებერვალი | “აზია”
14 თებერვალი | “მურაშ იუნაიტედი”
17 თებერვალი | “ბუნედკორი”
გარდა ამისა, დაგეგმილია კიდევ ორი ამხანაგური მატჩი, რომელთა მეტოქეების ვინაობა და ჩატარების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ლაშა თაბაგარი





