გუგეშაშვილის პაოკ-მა „ბეტისს“ აჯობა

0
30

პაოკ-მა, რომელშიც ლუკა გუგეშაშვილი ირიცხება, ევროპა ლიგის ფაზის მე-7 ტურში შინ სევილიას „ბეტისს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, რომელიც გუნდს სეზონის წინ შეუერთდა, თადარიგში იყო და არ უთამაშია.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 67-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ჟივკოვიჩმა გახსნა, ხოლო 86-ე წუთზე ესპანელთა კარი გიაკუმაკისმა აიღო. ბერძნული გუნდი 12 ქულით 36 გუნდში მე-12 ადგილზეა და 1/8-ფინალში მოსახვედრ პლეი-ოფში თამაში გაინაღდა. თუმცა, 29 იანვარს გასამართ ბოლო ტურში სტუმრად „ლიონთან“ წარმატების შემთხვევაში, შესაძლოა პირდაპირ 1/8-ფინალში მოხვდეს.
ლაშა თაბაგარი