“დილაში” კანადელი გარემარბი ითამაშებს

0
19

გორის “დილამ”, რომელმაც გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი მოიგო, კანადელი გარემარბი ტრეივონ ფულერი დაიმატა. ამის შესახებ გორელთა პრესსამსახური იუწყება:
“23 წლის კანადელი გარემარბი ტრეივონ ფულერი ,,დილას” ფეხბურთელია მას თამაში როგორც ცენტრალური ფორვარდად ასევე შეტევის ორივე ფლანგზე შეუძლია. ტრეივონმა პროფესიული კარიერა პორტუგალიაში გაატარა მისი პირველი პორტუგალიური კლუბი ,,საო პედრო” იყო საიდანაც ჯერ პორტუგალიის ლიგა 2 კლუბ ,,ლეიშოესში” გადავიდა შემდეგ კი პორტუგალიის უმაღლესის ლიგის კლუბ ,,ტონდელას” ღირსებას იცავდა”.
ლაშა თაბაგარი