საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ შემტევი ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი და მცველი აკაკი გიუნაშვილი დაიმატა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
„ირაკლი ბიძინაშვილი „იბერიაში“ დაბრუნდა. ბიძინაშვილი ჩვენი საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. მას „იბერიას“ მაისურით ქვეყნის პირველობაზე 44 მატჩი აქვს ჩატარებული.
ირაკლი სხვადასხვა დროს სომხურ „ნოაში“, ლატვიურ „იელგავაში“, გორის „დილაში“, ბათუმის „დინამოში“, ყაზახურ „ჟენისსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“ გამოდიოდა.
აკაკი გიუნაშვილი „იბერიას“ ფეხბურთელია. 20 წლის ცენტრალური მცველი ბოლოს ფოთის „კოლხეთის“ ღირსებას იცავდა, მანამდე კი იტალიურ „ფროზინონეში“ ასპარეზობდა. გიუნაშვილი საქართველოს 21 წლამდე ნაკრების წევრია“.
ლაშა თაბაგარი





