„კრემონეზემ“ ნახევარმცველი დაჩი ლორთქიფანიძე იტალიის სერია B-ს კლუბ „კარერეზეში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა. საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრების ფეხბურთელს კრემონელებთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.
ის პირველ გუნდში მიმდინარე სეზონის წინ დააწინაურეს და ერთი მატჩი ჩაატარა, როდესაც „უდინეზესთან“ შეცვლაზე შევიდა. მანამდე, ლორთქიფანიძე “კრემონეზეს” ჭაბუკთა გუნდის კაპიტანი იყო, რომელიც პრიმავერა 1-ში დაწინაურდა. „კარერეზე“ 20-გუნდიან სერია B-ში მეათე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





