ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის სტარტი წარუმატებელი აღმოჩნდა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი A ჯგუფის პირველ შეხვედრაში ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელ ლატვიას დაუპირისპირდა და 0:4 დამარცხდა.
რიგაში გამართული შეხვედრის მე-3 წუთზე მატიუშენკომ ანგარიში საჯარიმოს დარტყმის შემდეგ გახსნა. პირველ ტაიმში ჩვენ გუნდს საპასუხო გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ორი რეალური მომენტი ვერ გამოიყენა.
25-ე წუთზე ტარაკანოვსმა ისევ საჯარიმოდან გაგვიტანა. ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს დიდი უპირატესობა ჰქონდა და ბევრი საგოლე მომენტისც შექმნა, მაგრამ ლატვიელთა მეკარე მურნიეკსმა საუცხოოდ ითამაშა. 27-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარი ისევ ტარაკანოვსმა აიღო,ხოლო მე-40 წუთზე წერტილი ბაკლანოვსმა დასვა,
ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში მეორე თამაშს ხორვატიასთან ჩაატარებს, რომელიც საფრანგეთს დაუზავდა (2:2). ცნობისთვის, 1/4-ფინალში ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები გადიან.
ლატვია 4:0 საქართველო
ლაშა თაბაგარი





