საქართველოს ნაკრების პოზიცია რეიტინგში არ შეცვლილა

0
20

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას იანვრის თვის რეიტინგში 73-ე ადგილზეა. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა 2025 წელიც ამ პოზიციაზე დაასრულა.
რეიტინგის სათავეში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთია, მეორე პოზიციაზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინაა, ხოლო მესამე – საფრანგეთი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა 3 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა – ერთი თამაში მოიგო და 5 წააგო.
ჩვენმა გუნდმა 7 გოლი გაიტანა და 15 გაუშვა. ჯგუფში 16 ქულით პირველ ადგილზე ესპანეთი გავიდა, ხოლო თურქეთმა 13 ქულით მეორე პოზიცია დაიკავა. ბულგარეთი 3 ქულით ბოლო იყო.
ლაშა თაბაგარი