იური ტაბატაძე მიმდინარე სეზონში „კადისს“ ვეღარ დაეხმარება. ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 22-ე ტურში სტუმრად „ალბასეტესთან“ ჩატარებული შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი „კადისის“ შემადგენლობაში შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა. ის ხუთ წუთში მეტოქეს ეუხეშა, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო და ამასთანავე, მარჯვენა ფეხი დაიზიანა, რის გამო მოედნიდან გუნდის ექიმების დახმარებით გავიდა.
„კადისის“ პრესსამსხურმა ტაბატაძესთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა:
„სამშაბათს, იური თაბატაძემ დიაგნოსტიკური კვლევები ჩაიტარა ტრავმის შემდეგ, რომელიც მას გასულ კვირას, ალბასეტეს “კარლოს ბელმონტეს” სტადიონზე მიიღო.სამედიცინო დასკვნის თანახმად, მოთამაშეს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი რბილეული და მენისკის გაწყვეტა დაუდგინეს. ეს ნიშნავს, რომ ის უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს, რის გამოც სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. აღდგენის პერიოდი მოთამაშის მდგომარეობის პროგრესზე იქნება დამოკიდებული. გამხნევდი, იური!“.
ტაბატაძემ, რომელიც „კადისში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, სეგუნდაში ჩატარებულ 18 შეხვედრაში მეტოქეთა კარი ექვსჯერ აიღო. მან ასევე ესპანეთის თასზე 2-ჯერ ითამაშა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





