ტერ შტეგენი სეზონს „ჟირონაში“ დაასრულებს

0
17

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მიმდინარე სეზონს „ჟირონაში“ დაასრულებს. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ბარსელონა“ გერმანელი მეკარის „ჟირონაში“ იჯარით გაშვებას დათანხმდა. გარიგება ოფიციალურად უახლოეს დღეებში გაფორმდება.
გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე ესპანურ გრანდში 2014 წელს მიონხენგლადბახის „ბორუსიადან“ გადავიდა და ყველა ტურნირში 423 შეხვედრა ჩაატარა. მან „ბარსელონას“ შემადგენლობაში ესპანეთის ლა ლიგა 6-ჯერ, ესპანეთის თასი 6-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 4-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოიგო. მან მიმდინარე სეზონში ერთი მატჩი ითამაშა – ესპანეთის თასზე „გვადალახარასთან“ (2:0).
ლაშა თაბაგარი