ვალერი გაგუა „სამტრედიას“ გაუძღვება

0
28

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე „სამტრედიას“ ვალერი გაგუა გაწვრთნის. 45-ე წლის სპეციალისტი გასულ სეზონში „თელავს“ ავარჯიშებდა, რომელიც კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან პლეი-აუტში ტყიბულის „მეშახტესთან“ წაგების შემდეგ გავარდა.
გაგუამ სამტრედიელთა თავკაცის თანამდებობაზე იტალიელი ეუჯენიო სენა შეცვალა. მან სამწვრთნელო საქმიანობა თბილისის „დინამოს“ აკადემიაში დაიწყო, ხოლო „თელავში“ დანიშვნამდე, „დინამო 2“-ს ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი