ტაბატაძის ძალიან უიღბლო მატჩი და ტრავმა

0
23

იური ტაბატაძისთვის ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 22-ე ტურში სტუმრად „ალბასეტესთან“ ჩატარებული შეხვედრა ძალიან უიღბლო აღმოჩნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი „კადისის“ შემადგენლობაში შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა. ის ხუთ წუთში მეტოქეს ეუხეშა, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო და ამასთანავე, მარჯვენა ფეხი დაიზიანა, რის გამო მოედნიდან გუნდის ექიმების დახმარებით გავიდა.
„ალბასეტემ“ 1:0 გაიმარჯვა და ერთდერთი გოლი მე-60 წუთზე პეპემ გაიტანა. ტაბატაძემ, რომელიც „კადისში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, სეგუნდაში ჩატარებულ 18 შეხვედრაში მეტოქეთა კარი ექვსჯერ აიღო. მან ასევე ესპანეთის თასზე 2-ჯერ ითამაშა და 2 საგოლე პასი გააკეთა. „კადისი“ 34 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი