დირკ შუსტერი: „გასულ წელთან შედარებით, ბევრად კარგი სეზონი უნდა გვქონდეს“

0
18

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელ დირკ შუსტერს მიაჩნია, რომ მისი შეგირდებისთვის მომავალი სეზონი განვლილზე უკეთესი იქნება. გერმანელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ქუთაისელთა პრესსამსახურთან განაცხადა:
„გასული სეზონი ცუდად დავიწყეთ. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, მათ შორის ისიც, რომ მე და ჩემი ასისტენტი გუნდს გვიან შევუერთდით.
ახლა განსხვავებული სიტუაციაა: რამდენიმე დღეა შევიკრიბეთ, ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ახალი სეზონისთვის მზადება დავიწყეთ. დაგეგმილი გვაქვს შეკრება კვიპროსში. ეს ყველაფერი ძალიან დაგვეხმარება, რომ სეზონს სათანადო ფორმაში შევხვდეთ. გასულ წელთან შედარებით, ბევრად კარგი სეზონი უნდა გვქონდეს.
გიორგი არაბიძე დაბრუნდა. დარწმუნებული ვარ, ის გუნდს გააძლიერებს. კიდევ რამდენიმე ტრანსფერსა და გუნდის მეტად გაძლიერებას ვგეგმავთ. კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ“.
შუსტერი „ტორპედოს“ სათავეში 2025 წლის თებერვალში ჩაუდგა და ქუთაისელებმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავეს, რის შედეგად, ზაფხულში უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.
ლაშა თაბაგარი