გურამ კაშიამ „სლოვანის“ შემადგენლობაში 2026 წელს პირველი გოლი შეაგდო. სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონი ამხანაგურ მატჩში „ზვოლენს“ შეხვდა და 4:0 დაამარცხა, ხოლო შეტევაში ჩართულმა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თავით ანგარიში გახსნა.
38 წლის კაშიამ მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში 8-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო. მან კონფერენს ლიგის 6 შეხვედრაში ერთი გოლი მიითვალა. ბრატისლაველები 39 ქულით პირველი ეტაპის შემდეგ სლოვაკეთის ჩემპიონატს ლიდერობენ.
გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში „ჰამბურგმა“ მიონხენგლადბახის „ბორუსია“ მიიღო და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. მასპინძლების თადარიგში ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი იყო, რომელიც თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო. „ჰამბურგი“ 17 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





