კვერნაძის საგოლე პასი წლის პირველ მატჩში

0
22

იტალიის სერია B-ს მე-20 ტურში „ფროზინონე“, რომელშიც გიორგი კვერნაძე გამოდის, სტუმრად „მონცას“ შეხვდა და ქულა მატჩის მიწურულს აიღო. საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. მან მე-4 წუთზე ზუსტი პასი გაუკეთა გედიემისს, რომელმაც ანგარიში გახსნა. 23-ე წუთზე მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი ერნანიმ გაიტანა.
73-ე წუთზე „მონცა“ პატანიამ დააწინაურა. სამ წუთში „ფროზინონეს“ ფორვარდმა კონემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. 88-ე წუთზე სტუმრებიდან თავი მონტერისიმ გამოიჩინა და გუნდს ქულა გადაურჩინა. კვერნაძემ ამ სეზონში ჩემოიონატში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. 22 წლის ფეხბურთელმა იტალიის თასზე 2-ჯერ ითამაშა და 1 გოლი მიითვალა. „ფროზინონე“ 42 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი