„კრემონეზე“, რომელშიც დაჩი ლორთქიფანიძე ირიცხება, იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში შინ „კალიარის“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი მასპინძლების განაცხადში ისევ მოხვდა, თუმცა, თავის გამოჩენის შანსი არც ამჯერად მისცეს.
მატჩის მე-4 წუთზე მასპინძლები იონსენმა დააწინაურა, ხოლო 29-ე წუთზე ჯეიმი ვარდიმ უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. 38 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა კარიერაში ევროპის ტოპ 5 ლიგაში 150-ე გოლი გაიტანა. მან 116 გოლი 30 წლის შემდეგ შეაგდო. 51-ე წუთზე ადოპომ ერთი ბურთი გაქვითა. 88-ე წუთზე „კალიარიდან“ გოლი ტრეპიმ გაიტანა და თავის გუნდს ქულა მოუტანა. „კრემონეზე“ 22 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





