გიზო მამაგეიშვილის დებიუტი „შტურმში“ შედგა

0
16

გიზო მამაგეიშვილმა გრაცის „შტურმში“ გადასვლის შემდეგ, პირველად ითამაშა. გრაცელები ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ნახევრისთვის ემზადებიან და ამხანაგურ შეხვედრაში ბელგიის „ბრიუგეს“ დაუზავდნენ – 2:2.
„შტურმის“ სასტარტოში ოთარ კიტეიშვილმა პირველი ტაიმი ჩაატარა, რომელიც შესვენების მერე მამაგეიშვილმა შეცვალა. ბელგიელელებიდან ანგარიში მე-2 წუთზე ბეგანოვიჩმა გახსნა, ხოლო მე-13 წუთზე ციოლისმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 23-ე წუთზე ბეგანოვიჩმა დუბლი შეასრულა, 42-ე წუთზე კი ავსტრიელებიდან თავი ისევ ციოლისმა გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის „იბერიას“ ექსკაპიტანმა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა დეკემბერში გრაცელებთან სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლაშა თაბაგარი