ჩაკვეტაძის პირველი საგოლე პასი სეზონში

0
20

გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ მაისურით მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე პასი შეასრულა.
ახალი წლის პირველ დღეს უოტფორდელებმა „ბირმინგემი“ მიიღეს და 3:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ისევ სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. მატჩის მე-9 წუთზე ჩაკვეტაძემ ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და ძალიან ზუსტი პასი გაუკეთა კარის წინ გახსნილ ინსს, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 1:0. 38-ე წუთზე ინსმა დუბლი შეასრულა, ხოლო მე-60 წუთზე ჰეთ-თრიქი მიითვალა.
„უოტფორდს“ ზედიზედ 7 თამაშია არ წაუგია (5 გამარჯვება და 2 ფრე) – 41 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, რაც პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში თამაშის უფლებას აძლევს.
ლაშა თაბაგარი