ოლივერ გლასნერი „კრისტალ პალასის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდანა მომავალი წლის ზაფხულში თანამდებობას დატოვებს, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფრაბრიციო რომანო იუწყება.
51 წლის ავსტრიელ სპეციალისტს 2026 წლის ივნისში უმთავრდება კლუბთან კონტრაქტი, რომლის გახანგრძლივებას არ გეგმავს. ის „კრისტალ პალასს“ სათავეში 2024 წლის თებერვალში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა არსებობის ისტორიაში პირველი ინგლისის ასოციაციის თასი და სუპერთასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი





