დავიდ ალაბა მომავალი წლის ზაფხულში მადრიდის „რეალს“ დატოვებს, რის შესახებ ESPN-ის ჟურნალისტი როდრა იუწყება.
ავსტრიის ეროვნული ნაკრების 33 წლის მცველს 2026 წლის ივნისში კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ შესთავაზებენ. ის „რეალში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 120 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მან ესპანურ გრანდთან ერთად ლა ლიგა 2-ჯერ, ესპანეთის თასი ერთხელ, ესპანეთის სუპერთასი ერთხელ, უეფას ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ, უეფას სუპერთასი ერთხელ, ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი ერთხელ, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო.
ლაშა თაბაგარი





