გრაცის „შტურმი“, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილია, ავსტრის ბუნდესლიგის მე-17 ტურში გასვლაზე ვენის „აუსტრიასთან“ 1:3 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. გრაცელები მე-7 წუთზე მალიჩმა დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან მე-19 წუთზე ანგარიში რანფტლმა გაათანაბრა. 37-ე წუთზე ეგეშტეინმა პენალტიდან „აუსტრია“ წინ გაიყვანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-9 წუთზე წერტილი კელვინ ბოატენგმა დასვა.
მოქმედმა ჩემპიონმა „შტურმმა“ მიმდინარე სეზონში მე-7 თამაში წააგო და 28 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





