„ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელ არნე სლოტს ეგვიპტელი თავდამსხმელის მოჰამედ სალაჰის ირგვლივ არსებული ვითარება არ მოსწონს.
„მოჰამედ სალაჰის ირგვლივ არსებული სიტუაცია ცალსახად არ მომწონს. ჩვენ პრემიერლიგა ერთად მოვიგეთ და მან კლუბისთვის ბევრი გააკეთა. წესით ასეთ ვითარებაში მწვრთნელი თავის მოთამაშეზე უარს არ უნდა ამბობდეს. მართალია, სალაჰთან დაკავშირებული ვითარება არ მომწონს, მაგრამ მწვრთნელი ვარ და შემადგენლობა უნდა დავაყენო. მიმაჩნია, რომ ის უნდა გავაკეთო, რაც კლუბისთვის უკეთესია“ – იუწყება ნიდერლანდელი სპეციალისტის ნათქვამს BBC.
11 დეკემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლივერპულის“ სალაჰის შემცვლელად პსჟ-ს გარემარბ ბრედი ბარკოლას განიხილავს. გარდა ამისა, Indykaila News იუწყება, რომ ეგვიპტელის თავის რიგებში ხილვა საუდის არაბეთის ერთ-ერთ კლუბს სურს და ხელფასად კვირაში 2,8 მილიონ ევროს სთავაზობს.
სლოტმა ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-6 ტურში სტუმრად მილანის „ინტერთან“ 1:0 მოგებულ მატჩში განაცხადში არ შეიყვანა. თუმცა, ეგვიპტელი პრემიერლიგის მე-16 ტურში „ბრაიტონთან“ საშინაო შეხვედრაში განაცხადში დაბრუნდა.
ლაშა თაბაგარი




