კვარაცხელიას ქულა ბილბაოში

0
18

პსჟ, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაა, ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-6 ტურში სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0.
საქართველსო ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და ტრადიციულად თავის გუნდში გამოირჩეოდა. მან დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა და მეტოქის კართან ვითარების გამწვავებას მაქსიმალურად ცდილობდა. მეორე ტაიმში მეტოქის ნახევარზე მყოფი კვარაცხელია მარცხნიდან ცენტრისკენ შეიწია და ორ მცველს გაცდა, რის შემდეგ სახიფათოდ დაარტყა.
მოქმედი ჩემპიონი პსჟ 13 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და ლიდერ ლონდონის „არსენალს“ 2 ქულით ჩამორჩება. პარიზელები ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო შეხვედრას 2026 წლის 20 იანვარს სტუმრად გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონის „სპორტინგთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი