„ლივერპულმა“ გასვლაზე „ინტერს“ სძლია – მამარდაშვილი ისევ თადარიგში

0
14

„ლივერპული“, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი გამოდის ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-6 ტურში სტუმრად მილანის „ინტერს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარე ინგლისელთა განაცხადში კი იყო, მაგრამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა უპირატესობა ისევ ბრაზილიელ ალისონს მიანიჭა.
მატჩის 88-ე წუთზე „ინტერის“ მცველმა ბასტონიმ თავის საჯარიმოში ვირცს მაისურზე დაქაჩა და წააქცია. არბიტრმა ეპიზოდი გადაამოწმა და პენალტი დანიშნა, რომელიც სობოსლაიმ გაიტანა.
„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე 6 მატჩიდან ოთხი მოიგო და 12 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. ლივერპულელები ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო შეხვედრას 2026 წლის 21 იანვარს სტუმრად „მარსელთან“ ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი