ლუკა ხარატიშვილმა „პარდუბიცეს“ სასტარტო შემადგენლობაში ჩეხეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა. მე-18 ტურში „პარდუბიცემ“ „ჰრადეც კრალოვე“ მიიღო და 1:0 სძლია. მასპინძლებიდან გამარჯვების გოლი 79-ე წუთზე ლურვინკმა გაიტანა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსმეკარე პარდუბიცეს ზაფხულში შეუერთდა და ჩემპიონატში დებიუტი მე-17 ტურში სტუმრად პრაღის „სპარტასთან“ სენსაციურად 4:2 მოგებულ შეხვედრაში ჰქონდა. „პარდუბიცე“ 18 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში „კრემონეზემ“ შინ „ლეჩეს“ 2:0 აჯობა. მასპინძლების განაცხადში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი დაჩი ლორთქიფანიძე იყო, რომელსაც ისევ არ უთამაშია. „კრემონეზე“ 20 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი





