მამაგეიშვილი არ ათამაშეს, ლომინაძე განაცხადს მიღმა

0
14

„ფამალიკაომ“, რომელშიც ოთარ მამაგეიშვილი ირიცხება, პორტუგალიის ჩემპიონატის მე-13 ტურში „ბრაგას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. „ფამალიკაო“ 20 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეექვსეა.
„ეშტორილი“ თავის მოედანზე „მორეირენსეს“ დაუზავდა და მასპინძლების განაცხადში ახალგაზრდული ნაკრების ექსნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე არ ფიგურირებდა. „ეშტორილი“ 14 ქულით მეთორმეტეა.
ლაშა თაბაგარი