„ჰამბურგმა“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის გერმანიის ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. მე-13 ტურში ჰამბურგელებმა შინ ბრემენის „ვერდერს“ 3:2 აჯობეს. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 82-ე წუთზე ჩაერთო.
სტუმრები 45-ე წუთზე სტაგემ დააწინაურა, ხოლო 63-ე წუთზე ლოკონგამ ანგარიში გაათანაბრა. 75-ე წუთზე ვუსკოვიჩმა მასპინძლები წინ გაიყვანა, ნინმაჰმა კი 78-ე წუთზე თანაფარდობა ისევ აღადგინა. გოჩოლეიშვილის გუნდმა 82-ე წუთზე პოულსენის გატანილი გოლით მოიგო. „ჰამბურგს“ 15 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





