ლუკა ლოჩოშვილმა „ნიურნბერგში“ გადასვლის შემდეგ, გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მე-15 ტურში „ნიურნბერგი“ შინ „ფიურტს“ დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მსვლელობისას ორჯერ იგებდა, მხოლოდ ქულა აიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 48-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა იუსტვანის საჯარიმოში გაკეთებული პასის შემდეგ, თავით ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0. „ფიურტიდან“ 53-ე წუთზე საპასუხო ბურთი კლაუსმა გაიტანა.
57-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი ზომამ გამოიჩინა, ხოლო ოთხ წუთში კელერმა ანგარიშში თანაფარდობა ისევ აღადგინა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „ნიურნბერგი“ 19 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





