„ლივერპული“, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი გამოდის, ინგლისის პრემიერლიგის მე-15 ტურში სტუმრად „ლიდს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მსვლელობისად 2:0 იგებდა, საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღო.
უგოლო პირველი ტაიმის მერე, 48-ე წუთზე მერსისაიდელები ეკიტიკემ დააწინაურა, რომელმაც 50-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
73-ე წუთზე კალვერტ-ლიუვენმა ანგარიშში სხვაობ შეამცირა, ხოლო სამ წუთში სტახმა თანაფარდობა აღადგინა. მე-80 წუთზე სობოსლაიმ წინ გაიყვანა, მაგრამ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე ტანაკამ „ლიდსს“ ქულა გადაურჩინა.
„ლივერპულმა“ ზედიზე მესამე თამაში არ წააგო და მსგავსი რამ სექტემბრის შემდეგ არ მომხდარა. პრემიერლიგაში ჩატარებულ ბოლო 10 თამაშიდან მერსისაიდელებმა ორი მოიგეს. „ლივერპული“ 23 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





