გაგნიძე „გრანადასთან“ ერთად თასის 1/16-ფინალშია

0
5

სეგუნდა ლიგაში მოასპარეზე „გრანადა“, რომელშიც ლუკა გაგნიძე გამოდის, ესპანეთის თასის 1/16-ფინალში გავიდა.
1/32-ფინალში გრანადელები გასვლაზე „ტენერიფეს“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსკაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. „გრანადადან“ გამარჯვების გოლი 61-ე წუთზე ალკარასმა გაიტანა.
„გრანადამ“ 22 წლის ქართველი ფეხბურთელი იჯარით მოსკოვის „დინამოდან“ აიყვანა და ჩემპიონატის 8 მატჩში 1 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო თასზე ჩატარებულ ორ შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლაშა თაბაგარი