„შტურმმა“ სახლში წააგო – კიტეიშვილმა შეცვლაზე ითამაშა

0
14

გრაცის „შტურმი“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილია, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-4 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში სახლში „ტიროლთან“ 1:3 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო. გრაცელები მატჩის 38-ე წუთზე სტანკოვიჩმა დააწინაურა, მაგრამ 44-ე წუთზე უხეშობისთვის მცველი აივუ გაუძევეს.
მასპინძლებიდან 53-ე წუთზე საპასუხო ბურთი ფრედერიკსენმა გაიტანა, ხოლო 67-ე წუთზე ტაფერნერმა „ტიროლი“ წინ გაიყვანა. 75-ე წუთზე ფრედერიკსენმა დუბლი შეასრულა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. მოქმედი ჩემპიონი „შტურმი“ 25 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა და როგორც ლიდერ „ზალცბურგს“ ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი