„უდინეზე“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე გამოდის, იტალიის თასის გათამაშებას გამოეთიშა. 1/8-ფინალში უდინელები სტუმრად ტურინის „იუვენტუსს“ დაუპირისპირდნენ და ორი უპასუხო გოლი გაუშვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გასული უქმეების მსგავსად ისევ თადარიგში იყო და არ უთამაშია.
მატჩის 23-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ჯონათან დევიდმა გახსნა, ხოლო 68-ე წუთზე „უდინეზეს“ კარი მანუელ ლოკატელიმ აიღო. ცნობისთვის, „იუვენტუსს“ ხანგრძლივი დროით სერბი თავდამსხმელი დუშან ვლახოვიჩი გამოაკლდა, რომელმაც მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო.
ლაშა თაბაგარი




