„სარაევო“, რომელშიც გიორგი გულიაშვილი გამოდის, ბოსნიის ჩემპიონატის მე-17 ტურში სტუმრად სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტს „ველეჟს“ დაუპირისპირდა და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა სტუმრებს შეუცვლელად უკაპიტნა, მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, როდესაც გასულ სეზონში 26 თამაშში 16 ბურთი შეაგდო.
„სარაევო“ 23 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა და „ველეჟს“ ქულით ჩამორჩება. ცნობისთვის, გულიაშვილი 2023-2024 წლების სეზონში სწორედ „ველეჟში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი




