ქოჩორაშვილს მცირე დრო დაუთმეს

0
12

ლისაბონის „სპორტინგმა“, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, პორტუგალიის ჩემპიონატის მე-12 ტურში შინ „ეშტრელას“ დაუპირისპიდა და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა და თამაშში გუნდის კაპიტან ჰიულმანდის ნაცვლად ჩაერთო. „სპორტინგმა“ მატჩის ბედი საწყის 25 წუთში გადაწყვიტა, როდესაც სტუმართა კარი კვარეჟმამ, ლუის სუარესმა და ფრესენდამ აიღეს. მეორე ტაიმში სუარესმა დუბლი შეასრულა.
მოქმედი ჩემპიონი „სპორტინგი“ 31 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „პორტუს“ 3 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი